იუდას ამბორი

იუდას ამბორი

Monday, May 2, 2016


ჯვარცმა, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი
მეექვსე მცნება:  არა კაც ჰკლა.

ეს მცნება გვიკრძალავს მკვლელობას, ანუ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, რა სახითაც არ უნდა იყოს.
ყველა მკვლელობა სჯულის (კანონის) წინააღმდეგი არ არის.  მაგალითად, როცა დამნაშავეს სიკვდილით სჯიან მართლმსაჯულებისამებრ; როცა მტერს კლავენ ომში მამულისათვის.
სჯულის დამარღვეველ მკვლელობებს ეკუთვნის: როცა მსაჯული დასჯის ბრალდებულს, რომლის უდანაშაულობა იცის; როცა მალავენ, ანუ ათავისუფლებენ მკვლელს და ამით აძლევენ ახალი მკვლელობის ჩადენის შესაძლებლობას; როდესაც არ იხსნიან ახლობელ ადამიანს სიკვდილისგან, თუმცა კი შეუძლიათ მისი გადარჩენა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, სისასტიკეს, შფოთსა და ჩხუბს.

მეექვსე მცნება გვასწავლის, დავიცვათ მოყვასის და საკუთარი სიცოცხლე და კეთილდღეობა, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე, ვაპატიოთ შეურაცხყოფა და კეთილი ვუყოთ მტერს.