ჯვარცმა, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი |
მეექვსე
მცნება: არა კაც ჰკლა.
ეს მცნება გვიკრძალავს მკვლელობას, ანუ ადამიანის სიცოცხლის
მოსპობას, რა სახითაც არ უნდა იყოს.
ყველა მკვლელობა სჯულის (კანონის) წინააღმდეგი არ არის.
მაგალითად, როცა დამნაშავეს სიკვდილით სჯიან
მართლმსაჯულებისამებრ; როცა მტერს კლავენ ომში მამულისათვის.
სჯულის დამარღვეველ მკვლელობებს ეკუთვნის: როცა მსაჯული
დასჯის ბრალდებულს, რომლის უდანაშაულობა იცის; როცა მალავენ, ანუ ათავისუფლებენ მკვლელს
და ამით აძლევენ ახალი მკვლელობის ჩადენის შესაძლებლობას; როდესაც არ იხსნიან ახლობელ
ადამიანს სიკვდილისგან, თუმცა კი შეუძლიათ მისი გადარჩენა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას,
სიძულვილს, შურს, სისასტიკეს, შფოთსა და ჩხუბს.
მეექვსე მცნება გვასწავლის, დავიცვათ მოყვასის და საკუთარი
სიცოცხლე და კეთილდღეობა, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს,
ვანუგეშოთ მწუხარე, ვაპატიოთ შეურაცხყოფა და კეთილი ვუყოთ მტერს.
No comments:
Post a Comment